ტრამპი – “ტარიფების დაწესების გამო, ქვეყნები უკანალზე მკოცნიან”

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რაც მან მთელ მსოფლიოში სავაჭრო პარტნიორებზე ყოვლისმომცველი ტარიფები დააწესა, ქვეყნები მას “უკანალზე კოცნიან”,- ამის შესახებ “სიენენი” წერს.

პრეზიდენტის თქმით, იგი დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილებებში და იცის, რასაც აკეთებს.

“ჩემი აზრით, სავაჭრო ომი მსოფლიოსთან ერთად სულაც არ არის ომი, რადგან ყველა მათგანი აქ ჩამოდის. იაპონია მოდის ახლა აქ. ისინი ყველანი ხისტი მომლაპარაკებლები არიან. გეუბნებით, ეს ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან. შეთანხმების დადებას ცდილობენ”,- განაცხადა ტრამპმა.

მანამდე, ამავე დღეს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა თქვა, რომ აშშ-სთან შეთანხმების დადების მიზნით “ტელეფონებზე ზარები არ წყდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები