მასკი – ნავაროზე: ის ნამდვილი იდიოტია
მასკი არის, არა ავტომობილების მწარმოებელი, არამედ მანქანის ამწყობი და Tesla-ს ნაწილები, სავარაუდოდ, მთელ მსოფლიოში იწარმოება,- ამის შესახებ თეთრი სახლის სავაჭრო მრჩეველმა, პიტერ ნავარომ განაცხადა.
მის განცხადებას აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი გამოეხმაურა და ნავარო გააკრიტიკა.
„ნავარო ნამდვილი იდიოტია.რასაც ის ამბობს, სისულელეა. ნებისმიერი განმარტებით, Tesla არის ყველაზე ვერტიკალურად ინტეგრირებული ავტომწარმოებელი ამერიკაში, ამერიკული კონტენტის ყველაზე მაღალი პროცენტით. ნავარომ ამის შესახებ მის მიერ გამოგონილ ყალბ ექსპერტს, რონ ვარას უნდა ჰკითხოს“, – წერს მასკი.
ცნობისთვის, რონ ვარა ნავაროს სახელის ანაგრამაა, რომელსაც მან თავის წიგნებში გამოგონილი ეკონომიკური ექსპერტი უწოდა.