ლანჩხუთში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
ლანჩხუთში, სოფელ ჭყონაგორაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაცია “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
შესაბამისმა სამსახურებმა ხანძრის ლიკვიდირება მალევე შეძლეს.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.