გაერო: ათობით ათასი ადამიანი ერაყში ჯიჰადისტებისგან გარბის

ერაყის პროვინცია ანბარის 180 000 მოსახლემ სამთავრობო ჯარების და დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის ბრძოლების გამო საკუთარი სახლები დატოვა. გაეროს წარმომადგენლების თქმით, შეტაკებები ჯიჰადისტების მიერ ამ თვეში დაპყრობილ ქალაქ ხიტასთან გრძელდება. მშვიდობიანი მოსახლეობა აღმოსავლეთით ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ რამადის მიმართულებით გარბის.
გაეროს წარმომადგენლების განცხადებით, დევნილებს საკვები, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები ესაჭიროებათ.
ანალიტიკოსების აზრით, პროვინცია ანბარის დაპყრობით „ბოევიკები“ ბაღდადზე შეტევების განხორციელების შესაძლებლობას მიიღებენ.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ჯიჰადისტებმა ქალაქ ხიტასთან განლაგებული სამთავრობო ჯარების მიერ დატოვებული სამხედრო ბაზა დაიკავეს. მათ სამხედრო ავტომობილები და ტანკები წამოიღეს, თვითონ ბაზას კი ცეცხლი წაუკიდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები