თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზის მონაკვეთი ჩაინგრა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზის მონაკვეთი ჩაინგრა.

შესაბამისი ფოტო და ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

რესტორან „გაგრას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები მერიამ გუშინ შენიშნა და გზა გადაკეტა.

“უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება”, – წერია მერიის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები