უკრაინამ რუსეთში ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტია
უკრაინამ რუსეთში, ბრიანსკის ოლქში მდებარე ნავთობის გადამმუშავებელ ქარხანა “უნეჩაზე” უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაურის, რობერტ ბროვდის თქმით, სპეცოპერაციის ფარგლებში 14 დრონი-კამიკაძე იყო გამოყენებული.
“უნეჩას” სადგური 12 აგვისტოს უკვე დაბომბეს, როდესაც უკრაინულმა ძალებმა ორი სატუმბი სადგური, ტექნიკური შენობა და ახლომდებარე აღჭურვილობა გაანადგურეს.
ცნობისთვის, მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთი კვლავ იყენებს „დრუჟბას“ მილსადენს თავისი მოკავშირეებისთვის, უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდებისთვის.