ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მივიდა
ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ისინი მოგვიანებით ოვალური კაბინეტიდან პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ტრამპი უგულებელყოფს ჟურნალისტების კითხვებს, რომლებიც გლობალური ბაზრების დაცემასა და ისრაელის მიმართ ტარიფების მოხსნას შეეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ტარიფებსა და სხვა საკითხებს, მათ შორის ირანსა და ღაზაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.