აშშ-ში, უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხლის, წყალდიდობისა და ტორნადოების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.

სინოპტიკოსების თქმით, წყალდიდობის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილება ძალაში რჩება, განსაკუთრებით კენტუკიში, ტენესსა და ალაბამაში.

“წყალდიდობამ მიაღწია რეკორდულ დონეს ბევრ დასახლებაში”, – დაწერა კენტუკის გუბერნატორმა, ენდი ბეშიარმა.

აღსანიშნავია, რომ ტენესის შტატი ყველაზე მეტად დაზარალდა, შტატის დასავლეთ ნაწილში 10 ადამიანი დაიღუპა.

ხუთ დაზარალებულ შტატში თითქმის 140 000 აბონენტს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მეცნიერები ამბობენ, რომ გლობალური დათბობა კლიმატის ნიმუშებს და წყლის ციკლს არღვევს, რაც ექსტრემალურ ამინდს უფრო ხშირს და სასტიკს ხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები