აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, ეს გადაწყვეტილება ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის მხრიდან შესაძლო შეტევის ფონზე მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნა პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, მას სურს გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის მეშვეობით.
ირანის უზენაესი ლიდერი მეზობელ ქვეყნებს, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული, აფრთხილებს, რომ ამერიკის შეტევის ნებისმიერი სახით მხარდაჭერა, მათ შორის ამ ქვეყნების საჰაერო სივრცის გამოყენება, თეირანის მიერ განხილული იქნება, როგორც არამეგობრული აქტი, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება.
„ჩვენ მზად ვართ, რომ ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გავაგრძელოთ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაკჩიმ.