სოფელ წედისამდე მისასვლელი გზის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასფალტბეტონის საფარის მოწყობით დაიწყო

სოფელ წედისამდე მისასვლელი გზის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასფალტბეტონის საფარის მოწყობით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, გორის მერია ავრცელებს.

,,აქტიურ ფაზაშია სოფელ წედისში ცენტრალური გზიდან სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური ნაგებობების; ლითონის გადამღვრელების, კიუვეტებისა და ლითონის ზღუდარების მოწყობა.

პროექტი გარდამავალია და პირველი ეტაპი, ორ კილომეტრიან გზის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობით, რომლის სისქე 9სმ – ია.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო მისი ღირებულება 719 900 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ამბროლაურის „ავტოგზა’’ ასრულებს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები