ეროვნული გვარდიის აჯანყებული მებრძოლები პოროშენკოსთან მივიდნენ (ვიდეო)

ეროვნული გვარდიის 350 მებრძოლი აჯანყდა და ფეხით უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა. კოლონა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდა და პეტრე პოროშენკოს საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა. უკრაინული პრესის ინფორმაციით, მანამდე ეროვნული გვარდიის მებრძოლები 4 დღის განმავლობაში ფულად ანაზღაურებას ითხოვდნენ, რომელიც დიდიხანია არ მიუღიათ.
გარდა ამისა, გვარდიელები ზამთრის ფორმას და ეკიპებას ითხოვდნენ, ასევე აპროტესტებდნენ იმას, რომ მათ, არა როგორც ადამიანებს, არამედ, როგორც პირუტყვებს ისე ექცეოდნენ. ჯარისკაცები იმ მეთაურების, რომლებმაც ეს ყველაფერი დაუშვეს, დათხოვნის მიღწევას აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სანამ ბაზას დატოვებდნენ გვარდიელებმა მეთაურები საყოფაცხოვრებო ოთახებში ჩაკეტეს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=BKBG9wKhvY8″ width=”560″ height=”315″]

10699258_849901358383437_1837451666_n

10726295_849901368383436_793247890_n

10728747_849901371716769_2028454382_n

10733450_849901375050102_1595637576_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები