დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ზის „ნაცურ“ ნარატივში
“არანაირი ღირებული, არსებითი ფუნქცია ამ ქალბატონს არ აქვს, არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ კიდევ, ფსონმა, რომელიც მასზე იყო დადებული, ამ ყველაფერმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ „ნაცურ“ ნარატივში ზის.
„სურდათ ნეგატივი ჩამოეცილებინათ სალომე ზურაბიშვილისთვის, შეექმნათ მისგან შუალედური ტიპის ლიდერი და მის გარშემო მომხდარიყო კონსოლიდაცია. არ გამოვიდა იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ზის „ნაცურ“ ნარატივში, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ და როგორ შეიძლება თეთრზე შავი საზოგადოებას დააჯერო, ეს კარგად გამოჩნდა 2024 წლის არჩევნებზე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.