“TBC იყო ის ბანკი, რომელიც ზუსტად იმდენ თანხას აძლევდა სესხად დაკავებულ ბიზნესმენებს, ღამის 3-4 საათზე, კამერაში, რასაც ითხოვდა ადეიშვილი – ეს დასტურდება ფაქტებით და ამიტომ არ სურს ხაზარაძე-ჯაფარიძეს კითხვებზე პასუხის გაცემა” – ბოჟაძე

“TBC იყო ის ბანკი, რომელიც ზუსტად იმდენ თანხას აძლევდა სესხად დაკავებულ ბიზნესმენებს, ღამის 3-4 საათზე, კამერაში, რასაც ითხოვდა ადეიშვილი – ეს დასტურდება ფაქტებით და ამიტომ არ სურს ხაზარაძე-ჯაფარიძეს კითხვებზე პასუხის გაცემა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.

მისი თქმით, საბოლოოდ, ხაზარაძეს მაინც მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

“სამწუხაროა, რომ მამუკა ხაზარაძესაც და ბადრი ჯაფარიძესაც, კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ურჩევნიათ, ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული, გადაიხადონ ჯარიმა და/ან 1-წლიან პატიმრობაზეც კი წავიდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არ უნდათ იმ კითხვებზე გასცენ პასუხი, რომლებიც აინტერესებს საზოგადოებას. თქვენ იცით, რომ კომისიის მუშაობის პერიოდში უკვე მეორე კომპანიასთან დაკავშირებით მეორე ჩამორთმეულ-წართმეულ ქონებასთან დაკავშირებით ამოტივტივდა “თი ბი სი” ბანკის და ხაზარაძე-ჯაფარიძის სახელები და გვარები და ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, ჩვენი ბრალი არ არის, არც კომისიის და არც არავისი. 2012 წლამდე “თი ბი სი” იყო ქონების რეკეტისა და წართმევის სქემებში ჩართული, “თი ბი სი” იყო ის ბანკი, რომელიც ზუსტად იმდენ თანხას აძლევდა სესხად დაკავებულ ბიზნესმენებს, ღამის 3-4 საათზე, კამერაში, რასაც ითხოვდა ადეიშვილი, ლამის 1 თეთრის დონეზე და ეს დადასტურდა ფაქტებით, მტკიცებულებებით სხვადასხვა სასამართლო პროცესზე.

როგორც ჩანს, ხაზარაძე-ჯაფარიძე ფიქრობენ, რომ მტკიცებულებები კიდევ უფრო ბევრი იქნება სხვადასხვა საქმესთანმიმართებაში. მათ შორის გახმაურებული საქმე გახლავთ იგივე ლისის ტბასთან დაკავშირებით, როცა საკუთარ მეწილეებს და პარტნიორებს ჩამოართვა ლისის ტბა უკანონოდ მამუკა ხაზარაძემ და ეს საკითხები საზოგადოებისთვის ცნობილია. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ხაზარაძეს მაინც მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა“, – ამბობს ბოჟაძე.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. მას, სავარაუდოდ, ბრალს გააცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები