ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკა ასევე ორიენტირებულია კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონზე
„საქართველოს საგარეო პოლიტიკა ასევე ორიენტირებულია კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტიკური ურთიერთობების განვითარება სამხრეთის მეზობელ ქვეყნებთან: სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, რომლებთანაც ჩვენ ასევე გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა და ძალიან კარგი ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული ურთიერთობები,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ მედიასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიზნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია ასევე ურთიერთობების გაფართოება ჩინეთთან (ძირითადად სავაჭრო- ეკონომიკურ სფეროში), ყურის ქვეყნებთან და ისრაელთან.
„ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება. ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კავშირები ყაზახეთთან და უზბეკეთთან, ბოლო პერიოდში, ძალიან გაუმჯობესდა, საქართველო ამ ორ ქვეყანას ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ლოჯისტიკის სფეროებში ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებად მიიჩნევს. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია ასევე ურთიერთობების გაფართოება ჩინეთთან (ძირითადად სავაჭრო- ეკონომიკურ სფეროში), ყურის ქვეყნებთან და ისრაელთან. საქართველოს ტრადიციულად კარგი ურთიერთობები აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე, სახეზეა, ამ კავშირების ეკონომიკური კომპონენტის კიდევ უფრო გაზრდილი მნიშვნელობა.
რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა აშშ-სთან, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. სამწუხაროდ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავების, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ახლა, ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ შევძლებთ ამ ურთიერთობების გადატვირთვას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.