მამუკა მდინარაძე: საკუთრივ „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს თავისი წარსულის მძიმე ცოდვებზე – მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ იმაზე, რომ მოუწევთ მტკიცება, რომ ისინი „ნაცები“ არ არიან

საკუთრივ „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს თავისი წარსულის მძიმე ცოდვებზე. იციან, რა აქვთ ჩადენილი მათ და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ იმაზე, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან და არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიები, თუმცა ამის მტკიცება მათ გაუჭირდებათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების მიზნები ერთმანეთისგან არ განსხვავდება.

„მათი ასეთი რეაქცია მიანიშნებს მხოლოდ პანიკასა და აგონიაზე, იქიდან გამომდინარე, რომ საკუთრივ „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს თავისი წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი მათ და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ იმაზე, რომ მოუწევთ მტკიცება, რომ ისინი „ნაცები“ არ არიან და არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიები, თუმცა ამის მტკიცება მათ გაუჭირდებათ, რადგან ჩართული არიან აგენტურულ საქმიანობაში, პირდაპირი და გადატანითი პოლიტიკური მნიშვნელობით, ისინი ცდილობენ ამ ქვეყნის დანგრევას, ომში ჩართვას და ყველაფრის ფასად ხელისუფლებაში მოსვლას, რასაც ასევე ძალიან ცუდი შედეგები უნდა მოაყოლონ. მათ აქვთ ასეთი დავალება. იმიტომ არ განსხვავდება მათი ე.წ. მესიჯბოქსი ერთმანეთისგან, არ განსხვავდება მათი მიზნები ერთმანეთისგან და რადგან ეს არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნები, ამაზე სახელმწიფო რეაგირებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. აქ მეტი არაფერი ხდება. თუკი რომელიმე პარტიის საქმიანობა იქნება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და აქ მტკიცებულებების დონეზე ვსაუბრობთ ჩვენ, არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასებების დონეზე, მაშინ პირიქით, მივესალმებით, რომ ოპოზიციურ ველზე რაც შეიძლება მეტი და ძლიერი პარტია იყოს. ეს არის მათ შორის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, მაგრამ დღეს აგენტურულ პარტიებს მთლიანად იმდენად აქვთ ოპოზიციური ნიშა ათვისებული, რომ ვერცერთი ახალგაზრდა თუ არაახალგაზრდა, ნიჭიერი, პატრიოტი ადამიანი ვერ ახერხებს ამ ველზე ოდნავ მაინც რაღაც ხარისხით შესვლას, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ფულით დაფინანსებული აგენტურული პარტიები ამ გასაქანს არავის აძლევენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები