არჩილ გორდულაძე: ბალტიისპირა ქვეყნებს სუვერენიტეტი აქვთ დაკარგული და მათ ხელისუფლებაში ჰყავთ “დიფ სთეითისგან” მართული ადამიანები
„ბალტიისპირა ქვეყნებს სუვერენიტეტი აქვთ დაკარგული და მათ ხელისუფლებაში ჰყავთ “დიფ სთეითისგან” მართული ადამიანები,”- ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილის მოგზაურობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “ერთი აგენტი, რიგითი “ნაცი” სალომე ზურაბიშვილი” სხვა აგენტურის წარმომადგენლებთან ჩავიდა, რათა ახალი დავალებები მიიღოს.
“ჩვენ ვაგრძელებთ ცალმხრივ მეგობრობას ბალტიისპირა ქვეყნებთან. მათ სუვერენიტეტი აქვთ დაკარგული, მათ ხელისუფლებაში ჰყავთ “დიფ სთეითისგან” მართული ადამიანები და ახლა ეს მართული ადამიანები, ისე როგორც წარსულში, ისე ახლა მოგვიწოდებდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში უბედურება და ომის ქარცეცხლი დატრიალებულიყო, ახლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი კოლეგები აგენტურულ ჭრილში მოიყვანონ ხელისუფლებაში და ერთი აგენტი, ერთი რიგითი “ნაცი” სალომე ზურაბიშვილი სხვა აგენტურის წარმომადგენლებთან ჩავიდა, რომ ახალი დავალებები მიიღოს და თავისი გამოცდილებები გაუზიარონ მათ”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.