ნიკოლოზ სამხარაძე: საგამოძიებო კომისიის არსია არა მხოლოდ ის, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი იყოს გამოძიებული, არამედ ყველასთვის ჩვენება, რა ტრაგედიები ხდებოდა
“საგამოძიებო კომისიის არსია არა მხოლოდ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი იყოს გამოძიებული, არამედ ყველასთვის ჩვენება, რა ტრაგედიები ხდებოდა”, – ამის შესახებ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც “პირველ არხთან” საუბარში სამხარაძემ აღნიშნა, ეს ისტორიის გადახედვაა.
„რა თქმა უნდა, ამას თავად კომისია გამოიძიებს და შესაბამის პირებს გამოკითხვაზე დაიბარებს. კომისიის არსია არა მხოლოდ ის, რომ ეს პერიოდი იყოს გამოძიებული, არამედ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მოისმინოს, რა ხდებოდა ზუსტად, იმ ადამიანებისგან, ვინც დაზარალდა. ეს არის ჩვენი ისტორიის გადახედვა და ყველასთვის იმის ჩვენება, ვინც არ იცის, მაშინ რა ხდებოდა და ვისაც დაავიწყდა, იმის შეხსენება, რა ხდებოდა და რა ტრაგედიები ხდებოდა”, – აღნიშნა სამხარაძემ.