ავღანეთში “კამიკაძე” ტერორისტი ნატოს კოლონას შეეჯახა – არიან დაღუპულები
ავღანეთში ტერაქტებს ორი ადამიანი ემსხვერპლა 22 კი დაშავდა. ტერაქტების მორიგი სერია თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელიც დანაღმული ავტომობილით ნატო-ს სამხედრო კოლონას შეეჯახა.
აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ინციდენტს ადგილი გამთენიისას ქალაქ ჯალალაბადის გზაზე ჰქონდა, სადაც ამერიკულ სამხედრო ბაზასთან ერთად, გაერო-სა და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შენობებია განთავსებული.
ერთი საათის ინტერვალით ქაბულში კიდევ ორი აფეთქება მოხდა. მათ შორის ერთი დედაქალაქის გარეუბანში, ხალხმრავალ ადგილას. დაშავებულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.