ინტერნეტში ილოვაისკთან დაღუპულ უკრაინელ სამხედროებზე გადაღებული ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

„დონბასის“ ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეთა ბატალიონის წევრებმა ვიდეო გაავრცელეს, რომელზეც ილოვაისკთან დაღუპული ანტიტერისტული ოპერაციის მებრძოლების სიცოცხლეში გადაღებული კადრებია აღბეჭდილი. ვიდეოზე გადაღებულები არიან ანდრეი ჟურავლენკო – „ვოსმოი“, ვადიმ ანტონოვი – „სამალეტი“, ვიტალი კოსტიუკი – „ულიბკა“, მარკ პასლავსკი – „ფრანკო“, გორდეი კიკტენკო – „ბანგი“, სერგეი პეტროვი – „ტური“, სერგეი შკაროვსკი – „შულცი“, ალექსანდრე რომანენკო – „სკიფი“ და იური ბოიკო – „ნემო“.
შეგახსენებთ, რომ ილოვაისკთან მყოფი სამხედროები ალყაში მოხვდნენ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტერორისტებს ჰუმანიტარული დერეფნის შექმნისკენ მიუწოდა. ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით სამხედროების გამოსვლის დროს „ბოევიკებმა“ მებრძოლებს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს, ვინც გადარჩა კი ტყვედ აიყვანეს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=YaKAIdew3eQ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები