ლავროვი “დასავლეთიდან დარტყმის” კონკრეტულ მიზეზებს ასახელებს
რუსეთმა დასავლეთის მხრიდან დარტყმა იმის გამო მიიღო, რომ საკუთარ დამოუკიდებელ მოსაზრებას აქტიურად აფიქსირებს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, დაახლოებით ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთი ევროატლანტიკაში მის პარტნიორებთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ამის ხელშემწყობ საერთო სტრუქტურებს ქმნიდა, მსოფლიოში საერთო სივრცის ფორმირების, უსაფრთხოების და სტაბილურობის პოლიტიკურ დეკლარაციებს ამტკიცებდა. თუმცა, საგარეო უწყების ხელმძღვანელის აზრით, ამის პარალელურად, დასავლელი პარტნიორები საკუთარ დღის წესრიგს წინ აყენებდნენ და ხშირად რუსეთის ინტერესს აიგნორებდნენ, ნატოს აფართოებდნენ და საერთო ჯამში მიდიოდნენ იმისკენ, რომ მათ მიერ კონტროლირებადი გეოპოლიტიკური სივრცე რუსეთის საზღვრებთან მაქსიმალურად ახლოს გადაეტანათ“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსეთმა დარტყმა იმის გამო მიიღო, რომ თანამედროვე სამყაროში საკუთარი დამოუკიდებელი აზრის ყველაზე აქტიური გამომხატველია.