გრიგოლ გეგელია: ჩვენთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა

ჩვენთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, რომ არმისვლა ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე შეიცავდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის წევრები არ წარმოადგენენ ქართული საზოგადოების ხმას.

„ჩვენთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, რომ არმისვლა ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე შეიცავდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მაგრამ, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა არის პატრიოტული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის პრიზმაში ყურებაზე უფრო მეტად, ჩვენ საქმეს ვუყურებთ სახელმწიფოებრივ და პატრიოტულ პრიზმაში. ამ კომისიაზე გამოცხადება თუნდაც ამ თვალსაზრისით, სულ რომ გვერდზე გადავდოთ ლეგიტიმაციის უმძიმესი კრიზისი, იქ შეკრებილი საზოგადოება არ არის საქართველოს, როგორც ერის და პოლიტიკური საზოგადოების ხმა. ისინი არ აურჩევია ხალხს, მათ არ აქვთ არც ერთი სერიოზული დემოკრატიული სახელმწიფოს აღიარება. გარდა იმისა, რომ მათ არჩევნები გააყალბეს, არჩევნებიდან ერთი თვისა და ორი დღის თავზე, საქართველოს მოსახლეობის 85%-ის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკის კურსი უარყვეს, რომელიც თავად ჰქონდათ გამოსახული წინასაარჩევნო ბანერებზე“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები