რუტე: ნატოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება

ჩვენი ალიანსისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტუსკმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ნატომ და პოლონეთმა უპასუხონ ყველაფერს, რასაც აშშ-ის ხელმძღვანელობით რუსეთთან უკრაინის შესახებ სამშვიდობო დისკუსიები მოჰყვება, რადგან ის აღიარებს, რომ ევროპელებს აქვთ შეზღუდული გავლენა ამ დისკუსიებზე.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ალიანსისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ომის ეკონომიკაზე გადადის და ეს მათ მიერ შეიარაღებული ძალების განვითარების უნარზე დიდ გავლენას მოახდენს“, – განაცხადა მარკ რუტემ.

მისი თქმით, ნატოს რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ალიანსი მას დაიცავს.

“რაც შეეხება პოლონეთის დაცვას და ნატო-ს ტერიტორიის ზოგად დაცვას, თუ ვინმე არასწორად ფიქრობს, რომ პოლონეთზე ან სხვა მოკავშირეზე თავდასხმით თავის დაღწევას შეძლებს, მას ამ სასტიკი ალიანსის მთელი ძალით შეხვდება. ჩვენი რეაქცია დამღუპველი იქნება.

ეს ძალიან მკაფიო უნდა იყოს ვლადიმერ პუტინისთვის და ნებისმიერი სხვისთვის, ვისაც ჩვენზე თავდასხმა სურს”,- განაცხადა რუტემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები