უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინასთან ტერიტორიებთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ არ ყოფილა.
მისი თქმით, ოფიციალური პირებისა და მედიის საუბრებიდან ცხადია, რომ აშშ და რუსეთი ამ საკითხებს განიხილავენ.
„ვფიქრობ, ამერიკული მხარე რუსებთან [უკრაინის] ტერიტორიებზე საუბრობს. აშშ-ს უნდა ჰქონდეს გავლენა რუსეთზე და არა პირიქით. ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. პრეზიდენტ ტრამპს აქვს საკმარისი ძალა, ინსტრუმენტები, სანქციები და ა.შ., რათა გავლენა მოახდინოს პუტინზე, რათა მათ ეს ომი დაასრულონ. ჩვენ გვაწუხებს, როდესაც ისინი ჩვენზე ჩვენ გარეშე რაღაცას განიხილავენ.
და ჩვენთან არ ყოფილა შეთანხმება ტერიტორიასთან დაკავშირებით. მათ იციან, რომ ეს მტკივნეული საკითხია. ამაზე თავიდანვე ვსაუბრობ.
მე მჯერა, რომ რუსებთან ორი ყველაზე რთული საკითხი იქნება: ცეცხლის სრული შეწყვეტა… და ტერიტორიების საკითხი, რადგან რუსებს არ სურთ ამ ომის დასრულება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.