მედია – ტრამპი, სამხედრო გეგმების გამჟღავნების მიუხედავად, მაიკ უოლცის გვერდით დგას და ამბობს, რომ მან „გაკვეთილი ისწავლა“
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავის მრჩეველს, მაიკ უოლცს გვერდით დაუდგა მას შემდეგ, რაც The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი შემთხვევით დაამატა პირად, მაღალი დონის ჩატში, სადაც სამხედრო გეგმები განიხილებოდა.
“მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა. ის კარგი ადამიანია”, – თქვა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მაიკლ უოლცის მიერ შიდა მიმოწერაში რედაქტორის დამატებას არანაირი გავლენა არ ჰქონია სამხედრო ოპერაციაზე.
პრეზიდენტმა ნდობა გამოუცხადა თავის გუნდს და თქვა, რომ ის არ იყო იმედგაცრუებული იმ მოვლენებით, რაც მოჰყვა The Atlantic-ის ისტორიას. ტრამპის თქმით, სიტუაცია იყო ერთადერთი ხარვეზი, ორ თვეში და აღმოჩნდა, რომ ესეც არ იყო სერიოზული.
ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ ჩატში ომის გეგმები არ განიხილებოდა და “არავითარი საიდუმლო მასალა არ იყო გაგზავნილი”.
დემოკრატიულმა კანონმდებლებმა თეთრ სახლს რამდენიმე წერილით მოსთხოვეს პასუხები, რომელთაგან ერთმა სენატის დემოკრატთა ჯგუფი სიტუაციას უწოდა “საოცრად კავალერიული მიდგომა ეროვნული უსაფრთხოების მიმართ”.