აშშ-მა და უკრაინამ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების მეორე ეტაპი დაასრულეს
შეერთებული შტატებისა და უკრაინის წარმომადგენლებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაასრულეს,- ამის შესახებ, უკრაინული მედია იუწყება.
Bloomberg-ის წყაროს ცნობით, უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორსა და შავ ზღვაში ცეცხლის 30 დღიანი შეწყვეტა.
ამასთან, დისკუსიები კიევსა და მოსკოვს შორის საერთო ენის გამონახვას ისახავდა მიზნად.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამშაბათს განაცხადა, რომ მხარეებმა ძირითადად განიხილეს შავ ზღვაში გემების უსაფრთხოება და 2022 წელს შეთანხმებული მარცვლეულის შეთანხმების აღდგენა, რომელიც მილიონ ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას იძლევა. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის მომხრეა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დაუზუსტებელი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
ამასთან, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მოამზადებს ინფრასტრუქტურის ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება შევიდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში. მან დასძინა, რომ მესამე მხარეს მოუწევს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი და აშშ-ს შესთავაზა ამის გაკეთება.