კრემლში აცხადებენ, რომ ერ-რიადში მოლაპარაკებების შინაარსი საჯარო არ გახდება

რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციებმა, ერ-რიადში ტექნიკური კონსულტაციები გამართეს და უკვე გაუგზავნეს მოხსენებები ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას,- ამის შესახებ, რუსული მედია იუწყება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შინაარსი არ გახდება საჯარო.

“ჩვენ ვსაუბრობთ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე. ტექნიკური მოლაპარაკებები არის მოლაპარაკებები, რომლებიც დეტალურადაა შესწავლილი, რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკებების შინაარსი არ გახდება ცნობილი. ეს არ უნდა იყოს მოსალოდნელი”,- განმარტა კრემლის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, წინა დღით საუდის არაბეთის დედაქალაქში გაიმართა კონსულტაციები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. შეხვედრა 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა და უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს დაეთმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები