ამერიკელი ექიმი ებოლას ვირუსით დაინფიცირდა, ობამა გამოძიებას ითხოვს

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკის ჯანდაცვის მინისტრს სილვია ბერუელს დალასში ებოლას ვირუსის გავრცელების მიზეზების დასადგენად საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება დაავალა. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელს, რომლის ვინაობა არ სახელდება, დალასის საავადმყოფოში მყოფი დაინფიცირებული ლიბერიის მოქალაქისგან ეს მომაკვდინებელი ვირუსი გადაედო. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია: „პრეზიდენტმა გასცა ბრძანება რომ ინფექციური კონტროლის დარღვევის აშკარა ფაქტი დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული.“ ამას გარდა მისტერ ობამამ დალასში დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის დამატებითი კონტინგენტის გაგზავნაზეც გასცა ბრძანება. როგორც პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, ამერიკის მთავრობა ხვდება, რომ მომხდარი სამედიცინო პროტოკოლის უხეშ დარღვევაზე მიანიშნებს . მომავალში ასეთი ფაქტების აღსაკვეთად თეთრი სახლი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს საავადმყოფოების უსაფთხოების გაკონტროლებაში ჩაერთონ. ამ წუთას კი თეთრ სახლსაც და ამერიკელებსაც ყველაზე მეტად ის აინტერესებთ თუ რატომ არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები დალასში და რა პირობებში მოხდა ექიმის დაინფიცირება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შტატებში ჯანდაცვის სისტემას პრობლემები აქვს და ის ებოლას დარტყმას ვერ გაუძლებს? საინტერესოა ისიც, გამოიღებს თუ არა შედეგს ობამას მიერ ექიმების „შეცაცხანება“? ამ კითხვებზე საზოგადოება პასუხს უსწრაფესად ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები