ლიეტუვა აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო დაძაბულობის სწრაფად გადაწყვეტას იმედოვნებს
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა იმედოვნებს, რომ სავაჭრო ომი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის სწრაფი მოლაპარაკებების გზით გადაწყდება.
„ეს ეკონომიკური ომი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, დასრულდება ზარალის მინიმიზაციისკენ მიმართული სწრაფი მოლაპარაკებებით. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ომში გამარჯვებულები არ არიან, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაიწყო. ეს მსოფლიოში არაერთხელ გამოსცადეს სხვადასხვა პერიოდში და ყოველთვის ერთი და იგივე შედეგით მთავრდებოდა”, – აღნიშნა ლიეტუვის ლიდერმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო საკითხში მზარდი დაძაბულობის ფონზე, დღეს ვაშინგტონში, ევროკავშირის სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაროშ შეფჩოვიჩი თავის ამერიკელ კოლეგებს, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს ჰოვარდ ლუტნიკს და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, ჯეიმსონ გრიერს შეხვდება.