პარლამენტის საგამოძიებო კომისია, მამუკა ხაზარაძის მიმართ შემდგომი რეაგირებისთვის, პროკურატურას მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართავს.

კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა.

“რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ისიც დღეს არის დაბარებული. მან გუშინ „ლელოს“ ოფისში უარი განაცხადა ჩვენი შეტყობინების ჩაბარებაზე, თუმცა იურისტისა და ასისტენტის მეშვეობით, ჩვენთვის დადასტურებულადაა ცნობილი, რომ ის საქმის კურსშია მოწვევასთან დაკავშირებით. ის კვლავ არის მოწვეული კომისიის სხდომაზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ის გამოცხადდება დღეს და უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომელიც გვაქვს მით უფრო თქვენ მიერ მონათხრობის შემდეგ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის – შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები