ტრამპის ადმინისტრაციამ ჟურნალისტი შემთხვევით იერიშების განხილვის ჩატში დაამატა – სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერი მომხდარზე ორპარტიული გამოძიების ჩატარებას მოითხოვს
გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ის შემთხვევით დაამატეს Signal-ის დახურულ ჩატში, რომელშიც იემენზე იერიშები განიხილებოდა.
სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერი – ჩაკ შუმერი ორპარტიული გამოძიების ჩატარებას მოითხოვს იმის თაობაზე, თუ როგორ იყენებდნენ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები Signal-ის ჯგუფურ ჩატს სამხედრო გეგმების განსახილველად.
საუბარია 15 მარტს იემენელ ჰუსიტებზე აშშ-ის მიერ მიტანილ იერიშებზე.
როგორც რედაქტორი წერს, ჩატში დამატების შემდეგ საერთო ჯგუფში რამდენიმე მესიჯი მივიდა. გოლდბერგმა ჩათვალა, რომ ეს შესაძლოა დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი ყოფილიყო და საკითხი კოლეგებთან განიხილა. მას არ სჯეროდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საომარ გეგმებს Signal-ის ჩატში განიხილავდნენ.
სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერი ჩაკ შუმერი ორპარტიული გამოძიების ჩატარებას მოითხოვს იმის თაობაზე, თუ როგორ იყენებდნენ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები Signal-ის ჯგუფურ ჩატს სამხედრო გეგმების განსახილველად.
შუმერმა აღნიშნა, რომ ეს არის სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დარღვევა.
შუმერის თქმით, საქმე გვაქვს აშშ-ის უმაღლესი რანგის ლიდერებთან, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტსა და თავდაცვის მდივანთან, რომლებიც სამხედრო მოქმედებების შესახებ დისკუსიებს არა უსაფრთხო აპლიკაციაში აწარმოებენ.
ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯგუფურ ჩატში, სადაც სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, შემთხვევით ჟურნალისტი დაამატა, ოფიციალურად დაადასტურეს თეთრ სახლში.