ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები დამატებით შეხვედრას გამართავენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მათი დელეგაცია აშშ-ის დელეგაციასთან დამატებით შეხვედრას გამართავს.

მისი თქმით, ის ცოტა ხნის წინ ესაუბრა თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს, რომელიც საუდის იმყოფება ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის იმყოფება.

„გუშინ შეხვედრა გაიმართა ამერიკულ გუნდთან. დღეს კი აშშ-ის წარმომადგენლებმა ომის გუნდთან – რუსეთის წარმომადგენლებთან ისაუბრეს. ამის შემდეგ კვლავ იგეგმება შეხვედრა უკრაინულ და ამერიკულ გუნდებს შორის. ახალ ანგარიშსაც ველოდები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანვე დასძინა, რომ საჭიროა სვლა „ნამდვილი მშვიდობისკენ, გარანტირებული უსაფრთხოებისკენ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები