აშშ რუმინეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზას ქმნის

აშშ-ს სამხრეთ რუმინეთის ნაწილში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი ბაზა გადაეცა. ეს ორიდან ერთ-ერთი ბაზაა, რომელიც ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის იყენებენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთი ამ სისტემის შექმნის მძაფრი წინააღმდეგია. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ბაზა სრული ექსპლუატაციისთვის მზად 2015 წლისთვის იქნება. კონტრ-ადმირალ ჯონ სკორბის განცხადებით, „აშშ-სთვის და მათი მოკავშირეებისთვის ბალისტიკური რაკეტული საფრთხე რეალურია და მუდმივად იზრდება“. „საბედნიეროდ, ნატოს შესაძლებლობები ამ საფრთხეს გაუმკლავდეს ასევე რეალურია და იზრდება“, – განაცხადა სკორბიმ. გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს ექსპლუატაციაში შევა კიდევ ერთი ბაზა, რომელიც პოლონეთშია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები