ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე, მოსამართლემ თემურ ქათამაძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 800 ლარით დააჯარიმა
კლინიკა “ვივამედის” დირექტორ, ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე, “ბათუმის მედროშე”, თემურ ქათამაძე, მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 800 ლარით დააჯარიმა
ნადირაძე მას “ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას” ედავებოდა.
შემთხვევა 6 მარტს მოხდა – მაშინ, როცა ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ მიიყვანეს, სადაც მას შიმშილობის შემდეგ, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უნდა ჩატარებოდა.
თავდაპირველად, ქათამაძეს კონფლიქტი კლინიკის მედდასთან მოუვიდა. ამის შემდგომ, დასამშვიდებლად შესულ ნინო ნადირაძეს მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიების ინფორმაციით, ქათამაძე კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება საქართველოში, არ აქვს მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა და მოითხოვენ მის გაძევებას.