ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ლიდერების შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს, სოჭში იყო დაგეგმილი. არსებული ინფორმაციით, პუტინს და მერკელს უკრაინაში განვითარებული მოვლენები უნდა განეხილათ. სოჭში გაუქმებული შეხვედრა „პეტერბურგის დიალოგის“ – რუსეთის და გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის პარალელურად უნდა გამართულიყო. უცხოური პრესის ინფორმაციით, ბერლინში სამთავრობოთაშორისო კონსულტაციების ჩატარება მიზანშეუწონლად მიიჩნიეს.
კრემლის პრესსამსახური კი პუტინის და მერკელის სატელეფონო საუბრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. პრესსამსახურის ცნობით, 2 ქვეყნის ლიდერმა ისაუბრეს მილანში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, რომლებიც 16-17 ოქტომბერს ფორუმ „აზია-ევროპის“ ფარგლებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები