“ჩვენი ნაკრები კიდევ გაიზარდა და აშკარად ჩანს, რომ ჩვენ სხვა დონეზე უნდა ვითამაშოთ” – კახა ცხადაძე

“ჩვენი ნაკრები კიდევ გაიზარდა და აშკარად ჩანს, რომ ჩვენ სხვა დონეზე უნდა ვითამაშოთ. მე ვთვლი, რომ მოკლე ხანში პრეტენზია ექნება ჩვენ ნაკრებს, „ა“ ჯგუფში ითამაშოს”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ნაკრები წარმატებულად იასპარეზებდა ამ თამაშებში მაგრამ, აშკარად დიდი განსხვავება დავინახე მე პირადად, ჩვენი ნაკრების ყველა კომპონენტში. მიუხედავად იმისა, რომ სქემა შეიცვალა, ფაქტია, რომ ფეხბურთელები ძალიან სერიოზულად მიუდგნენ და ფაქტობრივად არანაირი შანსი არ ჰქონდა მეტოქეს. ჩვენი ნაკრები კიდევ გაიზარდა და აშკარად ჩანს, რომ ჩვენ სხვა დონეზე უნდა ვითამაშოთ. მე ვთვლი, რომ მოკლე ხანში პრეტენზია ექნება ჩვენ ნაკრებს, რომ ა ჯგუფში ითამაშოს. რაც ყველაზე მთავარია, მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ – ეს არის ყველას ოცნება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდს ეს შეუძლია“, – აღნიშნა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები დღეს „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები