“მზად ვართ იმისთვის, რომ რევანში ავიღოთ” – სომხეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
“მზად ვართ იმისთვის, რომ რევანში ავიღოთ. გამარჯვება ერევანშიც შეგვეძლო, მაგრამ სამი სერიოზული შეცდომა დავუშვით”, – ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ჯონ ვან ტ’სხიპმა განაცხადა.
“რაც გუნდი ჩავიბარე, მხოლოდ სამჯერ ვივარჯიშეთ. ვიცი როგორ გვსურს თამაში, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება, რასაც საქართველოს ნაკრებმა მიაღწია. მზად ვართ იმისთვის, რომ რევანში ავიღოთ. გამარჯვება ერევანშიც შეგვეძლო, მაგრამ სამი სერიოზული შეცდომა დავუშვით. საქართველოს ნაკრები ახლა განვითარების სულ სხვა ეტაპზე იმყოფება და ჩვენი მიზანია, ამას მივაღწიოთ.
ზოგადად, გუნდში ცუდი გარემო არაა. დიდი ანგარიშით წაგება სასიამოვნო არაა, მაგრამ თამაშის მომზადების პროცესში არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ის ინციდენტი, რაც მოხდა, მოულოდნელი იყო. ფეხბურთელმა აუცილებლად თამაში მოითხოვა, თორემ ნაკრებიდან წავიდოდა, ეს მიუღებელია”, – აღნიშნა მწვრთნელმა.
დღეს ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრები სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.