დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება
დღეს “დინამო არენაზე“ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
20 მარტს ერევნის ვაზგენ სარქისიანის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 0:3 დაამარცხა.