ტიერი მარიანი: როდესაც დისკუსია და შეთანხმების მიღწევა გსურს, განხილვის უნარი უნდა გქონდეს, თუ უვიზო რეჟიმზე უარს ვამბობთ დიპლომატებთან მიმართებით, რისი განხილვა იქნება შესაძლებელი? ეს სრული ნონსენსია

როდესაც დისკუსია და შეთანხმების მიღწევა გსურს, პირველი პირობაა ისაა, რომ განხილვის უნარი უნდა გქონდეს. თუ უვიზო რეჟიმზე უარს ვამბობთ დიპლომატებთან მიმართებით, რისი განხილვა იქნება შესაძლებელი? ეს სრული ნონსენსი და სისულელეა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ სანქციების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვფიქრობ ეს გახლავთ განცხადება კონკრეტიკის გარეშე და არის სახიფათო და აბსოლუტურად არაპოზიტიური ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის. შეიძლება განსხვავებული აზრებიც გვქონდეს, ამ მომენტში მაგალითად, უნგრეთს განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ ისინი ევროპის ნაწილი არიან. იგივე ეხება საქართველოს. ჩვენ შესაძლოა 100%-ით არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ დემოკრატიას. უნგრეთში უნგრეთის მთავრობაა არჩეული, თქვენთან – თქვენი. დემოკრატია არის არჩევანის პატივისცემა“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები