ზელენსკი: ჩვენ არ გვაქვს ძალა ყირიმისა და დონბასის დასაბრუნებლად
ჩვენ არ გვაქვს ძალა ყირიმისა და დონბასის დასაბრუნებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ არ შეგვიძლია დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები. სწორედ უკრაინის კონსტიტუცია გვიკრძალავს ამას. დე ფაქტო ამ ტერიტორიებს დღეს რუსები აკონტროლებენ. ჩვენ არ გვაქვს ძალა ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დიპლომატიური ზეწოლის იმედი გვქონდეს, რათა პუტინი აიძულონ, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.