„დადეშქელიანთა რეზიდენციები. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები“ – წიგნის წარდგენა გაიმართა

„დადეშქელიანთა რეზიდენციები. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები“ –  გაიმართა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნის პრეზენტაცია.
პროექტი, რომელიც სამინისტროს კონკურსის – „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ – გამარჯვებულია, გულისხმობს საქართველოს ერთ-ერთი ისტორულ-ეთნოგრაფიული მხარის – სვანეთის მმართველი ფეოდალური საგვარეულოს, დადეშქელიანების, სამთავრო რეზიდენციების აღწერა-ფიქსაციას, ფოტოგამოფენასა და წიგნის გამოცემას.
პროექტის ხელმძღვანელები არიან: ქეთევან ხუციშვილი და როზეტა გუჯეჯიანი. ციხე-კომპლექსთა თანამედროვე ვითარების ამსახველი ფოტოების ავტორია ბექა ფარჯიანი.
გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები