ვედანტ პატელი: მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის სანქციებს

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ამზადებს დამატებით ზომებს, მათ შორის სანქციებს.

„ამ ადმინისტრაციას კვლავ საკმაოდ დიდი სამოქმედო არეალი აქვს. ჩემი თვალსაზრისით, ოთხი-ხუთი კვირა დიდი დროა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს. საბოლოოდ, საქმე ეხება იმას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ადრე განაცხადა, ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც, ჩვენი აზრით, საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის“, – განაცხადა პატელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები