სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

18 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ტექსტში წერია, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, სამართალდამცველთა მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

“სახალხო დამცველმა სტუმარს აპარატის საქმიანობა გააცნო დაკავებულთა და დაკავებისას დაშავებულთა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები