გივი მიქანაძე – ოპოზიციაზე: ვხედავთ, რომ მათი მხრიდან მაქსიმალურად არის გაზრდილი დესტრუქცია თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება – არანაირი პერსპექტივა ამ პროცესებს არ აქვს, ეს ყველაფერი მილევად პროცესშია

14 დეკემბერი მართლაც ისტორიული დღე არის იმიტომ, რომ ჩვენ პირველად, სრულად ახალი მოდელით ვახორციელებთ ახალი პრეზიდენტის არჩევას, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია ჩატარდება საკანონმდებლო ორგანოში.

„რაც შეეხება იმ დღეს, რა პროცესები განვითარდება, ეს მნიშვნელოვანი დღე არის მთელი საზოგადოებისთვის, მთელი ქვეყნისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ მოქალაქეები ამ დღეს პირიქით, პოზიტიურად შეხვდებიან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა ამ პროცესში არეულობა შეიტანოს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მათი მხრიდან მაქსიმალურად არის გაზრდილი დესტრუქცია. თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება. არანაირი პერსპექტივა ამ პროცესებს არ აქვს იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მილევად პროცესშია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე განმარტებით, არანაირი არგუმენტი არ აქვს რადიკალების მხრიდან ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.

„ამის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები