თეა წულუკიანი: მე მაგალითად უკვე დამასანქცირა ბატონმა ზელენსკიმ, მაგრამ როგორც ხედავთ თავს მშვენივრად ვგრძნობ, მინდა გითხრათ, რომ კლოუნები ჩემთვის 40 წლის წინ იყო საინტერესო
მე მაგალითად უკვე დამასანქცირა ბატონმა ზელენსკიმ, მაგრამ როგორც ხედავთ თავს მშვენივრად ვგრძნობ, მინდა გითხრათ, რომ კლოუნები ჩემთვის 40 წლის წინ იყო საინტერესო, დღეს ეს ნაკლებად საინტერესოა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წულუკიანი გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრების დასანქცირების შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს.
„ხელისუფლებაში როცა ხარ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად და მთავარი მიზანი არ უნდა გამოგრჩეს. ამიტომ ვარ ამ ხელისუფლების წევრი, რომ ჩვენთვის მთავარი არის მთავარ ადგილზე. თუ უნდათ დაგვასანქცირონ, თუ გნებავთ ჩვენ კონკრეტულ დიპლომატიურ პასპორტებზე ნუ იქნება უვიზო მიმოსვლა, მაგრამ არ დაზიანდეს ხალხი, სახელმწიფო“, – აღნიშნა წულუკიანმა.