რობინ დანიგანი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა
საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა, რომლებიც „მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის“.
საელჩო გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში „განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე“.
„მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. ელჩი დანიგანი ესტუმრა ჟურნალისტებს, რომლებიც მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გვატყობინებენ სიმართლეს, რომელიც სხვაგვარად დაფარული შეიძლება დარჩეს. ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე. მედიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმიანობა ძალადობისა და რეპრესიის შიშის გარეშე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.