FBI-ს დირექტორი აცხადებს, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე თანამდებობას დატოვებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ნოემბერში გამოაცხადა, რომ კეშ პატელს FBI-ის დირექტორის პოსტზე წარადგენდა, რითაც კრისტოფერ რეის გაუგზავნა მესიჯი, რომ იგი ან უნდა გადადგეს, ან მოემზადოს სამსახურიდან გასათავისუფლებლად.
როგორც კრისტოფერ რეიმ უწყების თანამშრომლებს განუცხადა, მისი დღევანდელი გადაწყვეტილება საუკეთესოა გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის.
„ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო გზა, რათა თავიდან ავიცილოთ ბიუროს უფრო ღრმად ჩათრევა კონფლიქტში და იმავდროულად გავაძლიეროთ ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუშაობისთვის“, – აღნიშნა რეიმ.