Meta: ვმუშაობთ, რათა ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს

კომპანია Meta მისი პლატფორმების შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, Meta მუშაობს, რათა ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას.

„ვიცით, რომ ტექნიკური პრობლემის გამო ზოგიერთ მომხმარებელს ეზღუდება აპლიკაციებზე წვდომა. ვმუშაობთ, რათა ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს რაც შეიძლება სწრაფად. ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის“, – აღნიშნეს კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ Facebook-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი შეფერხების მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები