“ეუთო/ოდირის დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წინასწარი განცხადებები რაც კეთდება ამ ანგარიშთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის ოფიციალური პირების მხრიდან, მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, ძალიან მაღალი ადმინისტრირების კომპონენტით და ყველა ის დადებითი ფაქტორი არის აღნიშნული, რომელიც ამ არჩევნების ჩატარების სამართლიანობაზე მიუთითებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ, ამ კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერების ფონზე, რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეუთო/ოდირის ანგარიში. პარტნიორების მხრიდანაც გარკვეულწილად იგნორირება ხდება ამ ანგარიშის”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.