პოლიტოლოგი გლენ დისენი: საქართველოში საპროტესტო აქციას “მშვიდობიანს” უწოდებენ, ხოლო აშშ-ში მას “აჯანყების” იარლიყს მიაკრავდნენ
პოლიტოლოგი, გლენ დისენი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
“საქართველოში პარლამენტთან მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს პოლიციას. მედია მას “მშვიდობიან საპროტესტო აქციას” უწოდებს, მაგრამ ეს რომ აშშ-ში მომხდარიყო, მას “აჯანყების” იარლიყს მიაკრავდნენ.
ევროკავშირი აგრძელებს რეჟიმის ცვლილების მხარდაჭერას იმის მტკიცებით, რომ ის “დგას ქართველი ხალხის გვერდით”, მაგრამ საქართველოს ხალხმა ხმა მისცა ეროვნულ არჩევნებში”, – წერს პოლიტოლოგი.