“ფარსია, როცა კეზერაშვილის არხის თანამშრომლები ამბობენ, რომ დემოკრატიის გულშემატკივრები არიან” – რატი იონათამიშვილი

”იმედზე“ რასაც აკეთებდნენ, ახლა ამის გამეორება სხვა ფორმით საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდოდათ. დიდი ფარსია, როცა კეზერაშვილის არხის თანამშრომლები ამბობენ, რომ დემოკრატიის გულშემატკივრები არიან”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობას“ 7 ნოემბრის რემეიქის მცდელობა ჰქონდა, რაც არ გამოუვიდა”.

„ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობას“ 7 ნოემბრის რემეიქის მცდელობა ჰქონდა, რაც არ გამოუვიდა. მაშინ „იმედზე“ რასაც აკეთებდნენ, ახლა ამის გამეორება სხვა ფორმით საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდოდათ. ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებაა, როცა განსხვავებულ აზრს აგრესიულად ესხმიან თავს. ეს არის რადიკალური ოპოზიციის სახე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დიდი ფარსია, როცა კეზერაშვილის არხის თანამშრომლები ამბობენ, რომ დემოკრატიის გულშემატკივრები არიან. მათ დემოკრატიასთან არანაირი საერთო არ აქვთ, მისტერ ოფშორთან აქვთ დიდი საერთო. სალომე ქოქიაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას. მასზე აგრესიული თავდასხმა მოხდა, რასაც აგრესიული ხასიათი ჰქონდა და ეს ძალადობის ნიშნებსაც შეიცავდა. ამაზე გამოხმაურება არ ყოფილა ე.წ. უფლებადამცველების მხრიდან. დიპლომატებს მოვუწოდებ, ეს ყველაფერი შეაფასონ, რადგან ვხედავთ, რომ თავდასხმები სისტემურ ხასიათს იღებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პირველ არხთან გამართულ აქციაზე „ფორმულას“ ჟურნალისტი – ირაკლი ტაბლიაშვილი და ნინია კაკაბაძე პირველი არხის ჟურნალისტს, სალომე ქოქიაშვილს დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები